კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მისი კოლეგის, ერთ-ერთი ცნობილი მუსიკოსის დასახმარებლად გაერთიანებას სთხოვს.
მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ აღნიშნული მუსიკოსი ასაკშია და ავად არის:
„მეგობრებო, ჩემმა კოლეგამ, კარგმა მუსიკოსმა მთხოვა დახმარება და მე ვერაფრით ვეხმარები, სამწუხაროდ.
ვუთხარი, რომ პოსტს დავდებდი, ამით დავეხმარებოდი.
ასაკშია და ავადაა, სახელს ვერ ვწერ, მაგრამ ბევრი საყვარელი ჰიტის ავტორია, ძალიან განვიცდი და იქნებ დავუდგეთ გვერდში და შევუგროვოთ.
GE83BG0000000161197117 “ – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგობრებო ჩემმა კოლეგამ კარგმა მუსიკოსმა მთხოვა დახმარება და მე ვერაფრით ვეხმარები სამწუხაროდ 😞 ვუთხარი რომ პოსტს…
Posted by Maiko Kachkachishvili on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025