ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მომღერლების ნაწილმა საახალწლო კონცერტებში მონაწილეობაზე უარი თქვა – ერთ-ერთი მათგანია მაია კაჭკაჭიშვილი. ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში თავად წერს:
„იუმორს გავურევ დღეს მეპატიება, მომღერლებმა ხომ გააუქმეს კონცერტები ბევრი ხომ ჰქონდათ ხო და მეც ვიყავი მიწვეული 2-ში ბედობას მერიის კონცერტზე და მეც გავაუქმე ჩემი საწყალი 1500 ლარი, აბა მეტი კონცერტი არ მქონდა და…“ – წერს მუსიკოსი.
იუმორს გავურევ დღეს მეპატიება 😂 მომღერლებმა ხო გააუქმეს კონცერტები ბევრი ხო ქონდათ ხო და მეც ვიყავი მიწვეული 2-ში…
Posted by Maiko Kachkachishvili on შაბათი, 21 დეკემბერი, 2024
მაიკო კაჭკაჭიშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი დავით არჩვაძე:
„მეც ეგ გავაუქმე, საწყალი 1500 ლარი. როგორ მიყვარხარ არ იცი“ – წერს მომღერალი დავით არჩვაძე.