LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „პოლიტიკური შეხედულებების გამო მართლა ბლოკავთ ერთმანეთს და აღარ ელაპარაკებით?!.“

630
maikokajkajishvili

კომპოზიტორი და მომღერალი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და სვამს კითხვას, თუ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს ახლობელი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით.

„პოლიტიკური შეხედულებების გამო მართლა ბლოკავთ ერთმანეთს და აღარ ელაპარაკებით?!.

მე მესმის, რომ პატრიოტები ხართ, მაგრამ იმდენად, რომ ახლობლებს კარგავთ აზრთა სხვადასხვაობის გამო?

როდის ყოფილა რომელიმე მთავრობა ხალხისთვის?

თუ გაგიმართლა და ახლობელი გყავს, მხოლოდ მაშინ…

„100 ლარით გაგიზრდით პენსიასო“.

აი, ეს მდგომარეობაა დღეს და ამის გამო ახლობლებს მაინც ნუღა კარგავთ.

მე მართლა ვერ ვერკვევი ამ საკითხში და შესაბამისად, არც ვაქტიურობ. მაგრამ ის. რომ ჩვენ არაფერი გვეშველება, ვინც არ უნდა მოვიდეს. ეგ კარგად მესმის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები