LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი უმძიმეს პერიოდზე, როდესაც არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა: „რატი დურგლიშვილთანაც კი გავწყვიტე კონტაქტი, ვინც მე მიცნობს, ამით მიხვდება, რა პერიოდი გამოვიარე…“

263
მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ გამოჩნდა და საკუთარი ამბავი გაახმაურა.

როგორც ცნობილი მუსიკოსი ამბობს, მას ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა, როდესაც შიშები დასჩემდა, მათ შორის, საკუთარ შვილებთან დაკავშირებით. ის ამ პერიოდში მხოლოდ ერთ მეგობარს ეკონტაქტებოდა, დანარჩენს კი – თავს არიდებდა, მათ შორის უახლოეს ადამიანს, რატი დურგლიშვილსაც:

„ამ პერიოდში ჩემი ბავშვობის მეგობარი და ჩემი შვილის ნათლია, ბორიკო შხიანი იყო მხოლოდ, ვის დარეკილსაც ვიღებდი და ველაპარაკებოდი, რადგან მასაც  ჰქონდა ჩემნაირი ეტაპი გავლილი და ძალიან მამშვიდებდა მასთან საუბარი. რატი დურგლიშვილი, რომელიც ჩემთვის ძმისგან არ განსხვავდება, რატისთანაც რომ კონტაქტი გავწყვიტე, ძალიან ბევრი მიხვდება ამით, სად ვიყავი ეს პერიოდი…

იყო ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე მეგობრისგან მოულოდნელი ტყუილები, ღალატი, ფეხის დადება – ახლო მეგობრებზე მაქვს საუბარი, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. არ ვარ იდეალური და მეც მაქვს ბევრი შეცდომა დაშვებული, მაგრამ საკუთარ თავს თავად ვისჯი ისე, რომ ჩემს მოსისხლე მტრებსაც შეშურდებათ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები