LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ (ფოტოები)

8

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის ერთად ყოფნის შესახებ, წყვილი მაქსიმალურად თავს არიდებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას. თუმცა, ამ დღეებში პაპარაცებმა მათი ერთად დაფიქსირება მაინც მოახერხეს. გამოცემამ Entertainment Tonight ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა.

წყვილმა ლიამის ოჯახთან ერთად ივახშმა, მაილის თითზე კი კვლავ შესამჩნევი იყო ნიშნობის ბეჭედი.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია მათი შერიგების შესახებ, მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა. მანამდე ისინი ერთად უკვე იყვნენ და ერთმანეთს 2012 წელს დაშორდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები