LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი ,,დისნეის ლეგენდა’’ გახდა

410
WEB3

31 წლის ასაკში, მაილი საირუსი გასართობი ინდუსტრიის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი და მისი თაობის პირველი წარმომადგენელი გახდა, ვისაც ,,დისნეის ლეგენდის’’ წოდება მიანიჭეს. ამ საპატიო ჰონორს ის ოფიციალურად 11 აგვისტოს, თემატურ დაჯილდოებაზე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული უმაღლეს პატივს წარმოადგენს მათთვის, ვინც თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობითა და მიღწევებით, სახელი დაიმკვიდრეს და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ,,დისნეის’’ ისტორიაში.

ცნობისთვის, მაილი საირუსისა და ,,დისნეის’’ თანამშრომლობა სტარტს 2001 წლიდან იღებს და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის თინეიჯერულ სატელევიზიო შოუს – ,,ჰანა მონტანა’’ აერთიანებს.

ინფორმაციისთვის, სხვადასხვა დროს, ,,დისნეის ლეგენდები’’ ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა და სხვები გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები