მაილი საირუსს 2023-ის ტოპ ჰიტთან – Flowers დაკავშირებით, სასამართლო დავა ელის. Tempo Music Investments მას, საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის.
,,როლინგ სტოუნის” მიერ მოპოვებული სარჩელის თანახმად, ,,ბრუნო მარსის When I Was Your Man-ის ნებისმიერმა გულშემატკივარმა იცის, რომ მაილი საირუსის ,,ყვავილებს” წარმატებისთვის, დამოუკიდებლად არ მიუღწევია”.
კომპანია, რომელიც მარსის 2013 წლის სიმღერის წილს ფლობს, საირუსს სიმღერებს შორის მსგავსებას ედავება. როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ორ სიმღერას შორის საეჭვო მსგავსება არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ სარჩელში არ ფიგურირებს ბრუნოს სახელი. ამ დრომდე, თემასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს მაილის. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მაილი საირუსმა კარიერაში პირველად, ,,გრემი” სწორედ Flowers-ისთვის მიიღო.