LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერი ტეილორ სვიფტის კონცერტზე – არტისტებმა ერთად იმღერეს

156
photo-collage.png (14)

მელომანებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ საბრინა კარპენტერის ცნობადობა და პოპულარობა, ტეილორ სვიფტმა განაპირობა. 25 წლის მომღერლის წარმატების ინდექსმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის უფროსი კოლეგის The Eras Tour-ის კონცერტებზე, ,,გამხსნელ აქტად” გვევლინებოდა. გასული წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის მარტამდე, კარპენტერმა სვიფტის არაერთი შოუ ,,გაახურა”.

დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ცხრა წლიანი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, საბრინამ პროფესიულ გარდატეხას, სწორედ ტეილორის წყალობით მიაღწია.

34 წლის სვიფტმა ახალგაზრდა მუსიკოსის მიმართ უპირობო მეგობრობა და თანადგომა, ახლახან კიდევ ერთხელ გამოხატა.

საქმე ისაა, რომ მისი ერთ-ერთი ბოლო პერფორმანსისას, ყველასთვის მოულოდნელად, ის სცენაზე საბრინასთან ერთად წარდგა. არტისტებმა მათი შემოქმედებიდან ისეთი ჰიტები შეასრულეს, როგორებიცაა: Espresso, Please, Please, Please და Is It Over Now?.

ტეილორ სვიფტის The Eras Tour, რომელიც გასული წლის მარტში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. ტურნეს დასკვნითი პერფორმანსით, ის 8 დეკემბერს, ვანკუვერში წარდგება.

ამჟამად, ტურნეშია საბრინა კარპენტერიც. მისი მეექვსე სტუდიური ალბომის – Short n’ Sweet მხარდასაჭერი კონცერტების სერია ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე 23 სექტემბერს დაიწყო და 18 ნოემბრამდე გაგრძელდება, მომავალი წლიდან კი, ევროპაში გადაინაცვლებს.

,,აბბას” Mamma Mia საბრინა კარპენტერის შესრულებით – არტისტი კონცერტებზე საკულტო ჰიტებს აქავერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები