ტეილორ სვიფტი Disney-სა და Pixar-ის ანიმაციისთვის – Toy Story 5 ორიგინალ სიმღერას გამოუშვებს. საუნდტრეკი, სახელწოდებით I Knew It, I Knew You, რომლის სამი განსხვავებული ვერსია შეიქმნა, მსმენელისთვის ხელმისაწვდომი 5 ივნისს გახდება, თავად მულტფილმი კი ეკრანებზე, 19 ივნისიდან გამოჩნდება.
„სათვალეებიანი პიცა“ – ბედ ბანი Toy Story 5-ის ახალი პერსონაჟის ხმაა
არსებული ცნობებით, სიმღერა მომღერლის ქანთრი ფესვებთან დაბრუნებაა და შთაგონებულია პერსონაჟ ჯესის ისტორიით.
სიმღერის თანაავტორი და პროდიუსერი მუსიკოსის მუდმივი პარტნიორი, ჯეკ ანტონოფია.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სხვადასხვა ქალაქში განთავსებული ბილბორდები წარწერით – TS, რაც ერთდროულად ტეილორ სვიფტისა და Toy Story-ის ინიციალებია. ამასთან, სიახლის ანონსამდე არტისტმა საკუთარ ვებგვერდზე ტაიმერი ჩართო, რომლის ვიზუალიც პირდაპირ საკულტო ფრენჩაიზზე მიანიშნებდა.
„ყოველთვის ვოცნებობდი დამეწერა სიმღერა ამ პერსონაჟებისთვის, რომლებიც 5 წლიდან მიყვარს“ – აღნიშნა სვიფტმა.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტს წარსულშიც აქვს ჩაწერილი საუნდტრეკები, მათ შორის ფილმებისთვის – The Hunger Games და Where the Crawdads Sing.