LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის კონცერტებზე დაგეგმილი ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილის განაჩენი ცნობილია

130
photo-collage.png (2)

როგორც ცნობილია, 2024 წლის აგვისტოში, ვენაში, ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის კონცერტებზე ტერაქტი იგეგმებოდა. წინასწარ მომზადებული ტერორისტული აქტი სპეცსამსახურებმა კონცერტებამდე ერთი დღით ადრე აღკვეთეს, რის გამოც მომღერალმა სამივე კონცერტი გააუქმა.

მასშტაბურ თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის ავსტრიელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც დანაშაული თავად აღიარა. დასკვნით სიტყვაში მან განაცხადა, რომ „ნანობს, რაც მოხდა“. მისივე თქმით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იყო და ათიათასობით გულშემატკივრის მკვლელობას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცივი იარაღის გამოყენებით გეგმავდა.

ცნობილი გახდა, რომ ახლახან გამართულ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, მისი სრული ვინაობა არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტის კონცერტები ვენაში 2024 წლის 8-10 აგვისტოს, The Eras Tour-ის ფარგლებში უნდა გამართულიყო. კონცერტებზე 170 ათასზე მეტ მაყურებელს ელოდებოდნენ.

ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული აქტი იგეგმებოდა – მომღერლის პერფორმანსები ავსტრიაში გაუქმდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები