LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი ანიმაციური ფილმის – ,,სათამაშოების ისტორია 5” მსოფლიო პრემიერაზე

126
photo-collage.png (13)

ყველასთვის მოულოდნელად, ტეილორ სვიფტი ანიმაციური ფილმის – ,,სათამაშოების ისტორია 5” მსოფლიო პრემიერაზე გამოჩნდა. საპრეზენტაციო ჩვენება ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა.

არტისტი მულტფილმის წარდგენას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო. სწორედ სვიფტს ეკუთვნის საკულტო ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილის მთავარი მუსიკალური თემა – I Knew It, I Knew You. როგორც თავად აღნიშნა, სიმღერა პერსონალურად პერსონაჟ, ჯესისთვის დაიწერა და მისი შექმნა ბავშვობისდროინდელი ნოსტალგიით იყო შთაგონებული.

ტეილორ სვიფტი სპეციალურად ანიმაციური ფილმისთვის – Toy Story 5 ახალ სიმღერას გამოუშვებს

ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე პოზირების გარდა, ღონისძიებაზე ფორტეპიანოს აკომპანემენტით საუნდტრეკი ცოცხლად შეასრულა.

მან კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო აუდიტორიას და ფრენჩაიზის კლასიკური ჰიტი – You’ve Got a Friend in Me ლეგენდარულ კომპოზიტორ, რენდი ნიუმენთან ერთად იმღერა. კომპოზიცია, რომელიც ამ უკანასკნელს ეკუთვნის მთელი ,,სათამაშოების ისტორიის” სავიზიტო ბარათია.

ამრიგად, ტეილორ სვიფტი და რენდი ნიუმენი ერთადერთი სიმღერების ავტორები არიან, რომელთაც Toy Story-ს ფრენჩაიზში ორიგინალური მუსიკალური წვლილი შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საკულტო ანიმაციური ფილმის – Toy Story მეხუთე ნაწილი ეკრანებზე, 19 ივნისიდან გამოჩნდება. მომავალი პროექტის სიუჟეტი სათამაშოების ბრძოლას ეხება — ისინი ბავშვების ყურადღების მოსაპოვებლად თანამედროვე ტექნოლოგიას, პლანშეტ – Lilypad-ს უპირისპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები