მაილი საირუსი 6 წლის შემდეგ, Met Gala-ზე გამოჩნდა. არტისტის ჩაცმულობა მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბურ და გახმაურებულ მოვლენაზე, ერთ-ერთ საუკეთესოდ შეფასდა.
საღამოსთვის მან მაღალი მოდის ფრანგული სახლის – Alaïa ლუქი მოირგო. სრულად შავ გლამურულ აუტფიტს არტისტმა ოქროსფერი აქსესუარები შეუხამა.

ცნობისთვის, საირუსის დებიუტი Met Gala-ზე 2013 წელს შედგა, სადაც ის მარკ ჯეიკობსის კაბით წარდგა. მას შემდეგ ის კოსტიუმების წვეულებას 2015, 2018 და 2019 წლებში დაესწრო.

ალექსანდრ ვანგი (2015 წ.)

სტელა მაკკარტნი (2018 წ.)

ივ სენ ლორანი (2019 წ.)
