საღამოს მუსიკალურ-იუმორისტული შოუ – Saturday Night Live 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გადაცემის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, NBC-ის ეთერში სპეციალური შოუ-კონცერტი შედგა, რომელშიც მონაწილეობა პოპ კულტურის არაერთმა სახემ მიიღო.
სამ საათიანი პროგრამის მუსიკალურ ნაწილში ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა იმღერეს, როგორებიც: მაილი საირუსი, ლედი გაგა, კრის მარტინი, შერი, Bad Bunny, Post Malone, Backstreet Boys და სხვები არიან.
აღსანიშნავია, რომ საირუსმა ,,ქუინის” Crazy Little Thing Called Love, ხოლო Post Malone-მა ,,ნირვანას” Smells Like Teen Spirit გადაამღერა. ,,ფოუსთი” საღამოზე სწორედ ლეგენდარული ჯგუფის წევრების, კრისტ ნოვოსელიჩისა და დეივ გროლის თანხლებით წარდგა, რომლებიც სანახაობისთვის სპეციალურად გაერთიანდნენ.
ცნობისთვის, ,,შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხანგრძლივი შოუა აშშ-ის სატელევიზიო ისტორიაში. გადაცემის პრემიერა ტელეარხზე – NBC 1975 წლის 11 ოქტომბერს შედგა.