LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა Pink Floyd-ის ჰიტი შეასრულა და ლეგენდარული ჯგუფის „ფანები“ გადაიმტერა

92
gettyimages-1176258561-jpg-jpeg

პოპ-ვარსკვლავი, მაილი საირუსი კლასიკურ როკ-ჰიტებს ხშირად ასრულებს, მას ისეთი კომპოზიციები შეუსრულებია, როგორებიც Metallica-ს Nothing Else Matter და Led Zeppelin-ის Black Dog, თუმცა, როგორც ჩანს, ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Pink Floyd-ის გულშემატკივრები ყველაზე კრიტიკულები აღმოჩნდნენ და საირუსი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

რამდენიმე დღის წინ, Saturday Night Live-ის მორიგი ონლაინ ეპიზოდის, At Home-ის ფარგლებში, მაილი საირუსმა Pink Floyd-ის კომპოზიციის Wish You Were Here ქავერ ვერსია შეასრულა.

ვიდეომ  ინტერნეტი მალევე მოიცვა და საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„შეეშვი Pink Floyd-ს“, „ასეთი საშინელება ჯერ არასდროს მომისმენია“, „წადი ისევ ბურთზე იკატავე“, – წერენ სოციალურ ქსელში

https://www.youtube.com/watch?v=zUYo8xQf4PY&feature=emb_title

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები