წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
თოდრაძის ინფორმაციით, 2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპრაციებისა და მომხმარებლებისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობაში და მშენებლობაში.