LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 9%-ით გაიზარდა – საქსტატი

126
მშენებლობა

საქართველოში 2023 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, მშენებლობა 2.5%-ით გაძვირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9%-იანი მატებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.2%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.1%-იანი ზრდით, რამაც 4.67 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

მშენებლობის ღირებულების ინდექსები კი წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით დეტალურად ასეთია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g