LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ

193
მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დღეს საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან, სადაც ამის ინტერესი გამოიხატა.

„საქართველოში უცხოელი დამკვირვებლები არიან, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ. ვისაც აქვს ინტერესი, შესაძლებლობა,  დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოელი დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, სადაც საქართველოში არჩევნების დაკვირვების ინტერესი გამოიხატა. არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები  ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g