„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით. კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის იყო დემოკრატიული ქვეყნების მთავარი პრინციპი,“ – ეს განცხადება საქართველოს პირველმა ლედიმ “რუსთავი 2”-ში გააკეთა, სადაც ის სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად მივიდა.
მაკა ჩიჩუამ კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, “რუსთავი2” ხალხს უყვარს.
„მე ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას,“ – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.