LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „რა პათოლოგი უნდა იყო, რომ ისევ საბჭოთა იმპერიის მშენებლობის ჟინით ისევ უკრაინას დაესხა თავს და გაანადგურო…“

512
maka13

მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და წერს, რომ საქართველოსა და უკრაინას საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ბოროტი მმართველობის დიდი ტკივილი აერთიანებს.

მაკა ჩიჩუა: 

უკრაინას ისეთი სიმძიმე აქვს გადატანილი სტალინის სიბოროტის ჟამს, როცა შიმშილი მოუწყო ამ ულამაზეს და უმდიდრეს ქვეყანას(голодомор)/. როცა კანიბალებად აქცია ოჯახები, როცა მსხვერპლი მილიონებს ითვლიდა (თუ არ ვცდები, 4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა შიმშილმა), ასეთი გენეტიკური მეხსიერება აქვს ამ გმირ ერს…

რა პათოლოგი უნდა იყო, რომ ისევ საბჭოთა იმპერიის მშენებლობის ჟინით ისევ უკრაინას დაესხა თავს და გაანადგურო…

ამ ხელისუფლებას კი სირცხვილი, რომ ასეთ პოზიციას აფიქსირებს!!!

საქართველო ყოველთვის ახლო მეგობარი და მოძმე ერი ვიყავით უკრაინელი ხალხის!

და ვიქნებით… ჩვენ ერთი ტკივილი გვაქვს… საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ბოროტი მმართველობის!

დიდება და გამძლეობა უკრაინას!..“

ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g