LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „როცა გიორგი პრეზიდენტი იყო და ძალიან ბევრი კეთილი მიზანი გვქონდა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის, გაგვიცრუვდა იმედები…“

400
makadagiorgi

მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებთან“ ვრცელ ინტერვიუში საუბრობს რთული პერიოდის შესახებ, რომელიც მეუღლის, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას გამოიარა:

„ჩვენ სულ რთული პერიოდი გვაქვს, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ… როცა გიორგი პრეზიდენტი იყო და ძალიან ბევრი კეთილი მიზანი გვქონდა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის, გაგვიცრუვდა იმედები. როცა ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ პრეზიდენტია, ცდილობს, ქვეყანა გააჯანსაღოს და წინ წაიყვანოს, ამაში რომ ხელი შეგეშლება და ამდენ სიცრუეს, სიყალბეს ნახავ იმ გუნდისგან, რომელთან ერთადაც გეგმავდი კარგი საქმეების კეთებას, დიდი იმედგაცრუებაა. სწორედ მაშინ გვქონდა რთული პერიოდი, გვლანძღავდნენ, ჩვენ ვიყავით კიდევ ცუდები, მაგრამ რატომ, არ ვიცი. პოლიტიკაში რატომ უნდა წახვიდე, თუ არ გინდა ფული, ესე იგი, სხვა მიზნები გამოძრავებს… მე დღეს ვერ ვხედავ პატრიოტიზმს პოლიტიკაში. ეს იყო მძიმე პერიოდი, როცა დავინახე, ადამიანებს ქვეყნის გაჯანსაღება კი არ უნდოდათ, არამედ სხვა მიზნები ამოძრავებდათ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. იმედგაცრუება კი ჩემთვის რთული პერიოდია…“

მაკა ჩიჩუა: „ისინი, ვინც ცოცხებზე აღშფოთდით, ბუჩას რანაირად შეიძლება ახსნა ან რაიმენაირი გამართლება ჰქონდეს?!“

მაკა ჩიჩუა: „რა პათოლოგი უნდა იყო, რომ ისევ საბჭოთა იმპერიის მშენებლობის ჟინით ისევ უკრაინას დაესხა თავს და გაანადგურო…“

მაკა ჩიჩუა: ნუთუ მიშა ისეთი მიუღებელია, რომ პუტინი გირჩევნიათ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები