LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „ისინი, ვინც ცოცხებზე აღშფოთდით, ბუჩას რანაირად შეიძლება ახსნა ან რაიმენაირი გამართლება ჰქონდეს?!“

6384
მაკა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ვრცელ მოსაზრებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ გაოგნებულია ადამიანების შეფასებებით ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით:

„გაოგნებული ვარ…

ვერაფერს ვამბობ, ან რა სიტყვები და სინტაქსი შეძლებს ამ სისასტიკითა და სიმახინჯით გატენილი ხროვის ჩადენილი კოშმარის გადმოცემას..

გაოგნებული ვარ იმ ხალხის შეფასებებით, ვინც 10 წლის წინ ცოცხების კადრებზე შეიშალა და ახლა გვერდს უვლის ამ კადრებს… თან, ცდილობს, ბეჯითად დაგვარწმუნოს, რომ რუსეთის ომია და ჩვენ არაფერ შუაში ვართ :((( ჯობს გავერიდოთ, რადგან ერთმორწმუნე ძლიერია და თუ გაბრაზდა, საქართველოც დაისჯება. თურმე, ასე უნდა ვთარგმნოთ დღევანდელი უკრაინის მოქალაქეების გენოციდი…

თავისუფლებაზე და ღირსებაზე მეტად ღირებული არაფერია!

უკრაინა იბრძვის ბავშვიან-ქალიან-მოხუციანად და საკუთარი სისხლის ფასად გვაჩვენებს, ყველას თავისუფლებას რა ფასი აქვს.

ჩვენ ეს გვახსოვს. აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის აგვისტოს ომების გამოცდილებით .

აფხაზეთი, რომელიც წაგვართვეს და უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად წაიღეს (მაშინ კიდევ არ გვქონდა ისეთი და იმდენი კადრის მოპოვების საშუალება, რაც აფხაზეთში გადაიტანა მშვიდობიანმა მოსახლეობამ).

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან მონობა და დანებება სულის გაყიდვას ჰგავს..

ისინი, ვინც ცოცხებზე აღშფოთდით, ბუჩას რანაირად შეიძლება ახსნა ან რაიმენაირი გამართლება ჰქონდეს?!

პუტინის რუსეთი ბოროტებისა და სიბინძურის იმპერიის აღსრულების იდეით არავის დაინდობს.

ცხრა აპრილიდან მახსოვს საქართველოს პროტესტი და შეურიგებლობა საბჭოთა რეჟიმის მიმართ. არ დაკარგოთ ბრძოლის ჟინი!

რუსეთი სასტიკი ოკუპანტია. არაფრის შემქმნელი და გამანადგურებელი!“