მაკა ზამბახიძე 8 მარტს დუეტ „ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კონცერტიდან ახალ კადრებს გვიზიარებს.
ფოტოები მას ნათია სიჭინავამ გადაუღო, რომელთანაც მომღერალი ხშირად თანამშრომლობს ხოლმე.
„მადლობა ჩემს ერთგულ გოგოს ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანი დღის აღბეჭდვისთვის“, წერს მაკა.
მომღერალი უამრავ კომპლიმენტს იღებს და აღნიშნავს, რომ „ეს ლამაზი დღე კიდევ უფრო გავულამაზეთ ერთმანეთს“.