LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკდონალდს საქართველომ“ უმაღლესი დონის აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ჯილდო აიღო

52
37381ed1552e6290e5f04460e0c4ca26-770x469

„მაკდონალდს საქართველო“ ფრედ ლ. ტერნერის სახელობის Golden Arch (“ოქროს თაღის”) ჯილდოს გამარჯვებულია. ჯილდო კომპანიას მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის, თანმიმდევრული მართვის, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობისა და სრულიად „მაკდონალდსის“ სისტემის გაძლიერებისთვის გადაეცა. ეს ჯილდო უმაღლესი დონის აღიარებაა მაკდონალდსის ფრენჩაიზებისთვის.

ფრედ ტერნერმა რეი კროკთან ერთად, „მაკდონალდსი“ რესტორნების პატარა ქსელიდან გლობალურ ბრენდად აქცია. მათი მონაპოვარის პატივსაცემად „მაკდონალდსი“ ორ პრესტიჟულ ჯილდოს გასცემს: რეი კროკის გლობალურ ჯილდოს — გამორჩეული მენეჯერებისთვის, რომელიც „მაკდონალდს საქართველომ“ ოთხჯერ მოიპოვა და ფრედ ლ. ტერნერის სახელობის ოქროს თაღის ჯილდოს — წარმატებული ფრენჩაიზებისთვის, რომლის მფლობელიც „მაკდონალდს საქართველო“ წელს პირველად გახდა.

„მაკდონალდსისგან“ ეს აღიარება წილად ხვდა 42 ფრენჩაიზს 20 ბაზრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დივიზიონში გამარჯვებულებს შორის წელს მხოლოდ მაკდონალდს საქართველო მოხვდა.

„საგულისხმოა, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზების მხოლოდ 1 პროცენტს ერგო წილად. ამიტომაც ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი სისტემის განვითარებაში. ეს წვლილი კი თავის მხრივ გულისხმობს თქვენს აქტიურ როლს ბიზნესში და ასევე, თქვენს ენთუზიაზმს „მაკდონალდსის“ ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ჩვენი ბრენდი აქტიურად ოპერირებს,“ — ნათქვამია მაკდონალდის პრეზიდენტის, იან ბორდენის მიერ „მაკდონალდს საქართველოს“ ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „მაკდონალდსი“ აფასებს საქართველოს ფრენჩაიზის ზრდაზე ორიენტირებულ და ლიდერულ მიდგომებს და აღიარებს მის სწრაფვას საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები