ძალადობრივი დაჯგუფება – „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზურა მახარაძე, პარლამენტის წინ აღმართული დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოში მხოლოდ საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს
მახარაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენმა მთავრობამ მაგ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხომ და, მე ჩამოვხსენი ეგ, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია.
საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს“, – თქვა მახარაძემ.