LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკლია კი არა და აი ვეღარ ვძლებ… მეშინია ყველაფერი შეცვლილი არ იყოს…

192
74624184-10215033163366522-5774538724373168128-n

ცნობილმა ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა და თავის საქმეს დაუბრუნდა, სოცქსელში მოგზაურობასა და მოგზაურობით მიღებული ემოციების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. თეონამ ალბათ ბევრი მათგანის სათქმელი თქვა, მოგზაურობის მოყვარული ხალხი ემოციების დეფიციტს განიცდის და აღდგენილი ფრენებისა და დალაგებული ევროპის მოლოდინშია.

 

“1 კი არა, ასე მგონია 15 წელი გავიდა…
ბრიუგე ერთ-ერთი ჩემი ოცნების ქალაქი იყო, კიდევ დამრჩა რამდენიმე.
თებერვლის შემდეგ არ მიმოგზაურია და ყველაზე მეტად ეს მაკლია, მაკლია კი არა და აი ვეღარ ვძლებ…
ფრენა, აეროპორტის სუნი, ჩემოდნის ბორბლების ხმა, ბევრი სხვადასხვა ადამიანი, რომლებსაც ვეღარასოდეს შეხვდები, სირბილი, უცხო ადგილები, ქუჩები. სეირნობისას ფანჯრებში ვიჭყიტები ხოლმე საღამოობით, შუქი რომ ანთია და ფუსფუსებენ…
სუნები, ხმები, გემოები…
ეს პანდემია რომ დამთავრდება და ისევ ვიმოგზაურებ, მეშინია კოვიდის კვალი არ დამხვდეს და ყველაფერი შეცვლილი არ იყოს…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g