მაკო გომური, გოგონა, რომელმაც აქციის დროს მიღებული დაზიანების შედეგად თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს. მას კლინიკაში გულშემატკივრების მთელი არმის დახვდა. გოგონას დიდი საჩუქარი მოუმზადეს და კატა აჩუქეს.
გოგონამ ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა, თუმცა სანამ ინტერვიუს მისცემდა, ჟურნალისტებს სთხოვა, მარჯვენა მხარეს დამდგარიყვნენ – „იმისთვის, რომ დაგინახოთ“, დასძინა მაკომ.
გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს (ვიდეო)
„ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია წავიდე სახლში. დიდი მადლობა ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია. ველოდებით შემდგომ მკურნალობას.
ნარკოზიდან რომ გამოვედი, დამხვდა უამრავი შეტყობინება. მოდი, დავიწყოთ მადლობით – ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. ამ ადამიანებისგან მაქვს ძალა. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი ასე!..
ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცების მისაღწევად. მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ვიყავით… უნდა ვიბრძოლოთ ერთად!..“