LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის

112
ემანუელ მაკრონი

ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სამართლიანად მომთხოვნია და ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური გავხადოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ საჭიროა უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა, რომელიც ითანამშრომლებს ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც არ იქნება გაწევრიანების შემცვლელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g