LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი: ანდრია ჯაღმაიძე

105
jaghmaidze.jpeg

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს. 

მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა, – აღნიშნულია “ფეისბუქში” ანდრია ჯაღმაიძის გვერდზე.

პრეზიდენტი: „პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არასდროს ასაჯაროებს – არ არის მიზანშეწონილი პრესმდივანი საჯარო კომენტარებს აკეთებდეს“

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული.

მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა.

პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ.

დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი:

– დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი,” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის ორგანიზებას დღეს ითხოვდა, თუმცა, უარი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g