„პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა!“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რითაც ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ილია მეორესთან შეხვედრები გართულებულია.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!
„ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“– წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის ორგანიზებას დღეს ითხოვდა, თუმცა, უარი მიიღო.
