LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალავიში წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

152
მალავიმოზამბიკი

მალავის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 83 ათასზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია. ქვეყანაში სტიქიას უკვე ერთი კვირაა, ებრძვიან.

ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა სოფლები. ზოგიერთი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

სტიქიამ ასევე დააზარალა მალავის მეზობელი მოზამბიკი. ამჟამად ორივე ქვეყანა ახალი ტროპიკული ციკლონისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები