რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეარხმა Fox საკულტო სერიალი „საიდუმლო მასალები“ „გააცოცხლა“ და მე-11 სეზონით გააგრძელა. ახალი სერიები ეთერში 2018 წლის იანვარში გამოვა, მანამდე კი მთავარი პერსონაჟების, ჯილიან ანდერსონისა და დევიდ დუხოვნის პირველი ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა.
ფოტოზე ჯილიან ანდეროსნის პერსონაჟი საავადმყოფოს პალატაში წევს, დუხოვნი კი მასთან ზის.
ცნობილია, რომ ახალ, რიგით მე-11 სეზონში სკალის მიერ მისი და მალდერის 15 წლის წინ გაშვილებული შვილის ამბავი გაიშლება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Mulder and Scully are back… #TheXFiles
A post shared by The X-Files (@thexfilesfox) on