LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ბევრი სიურპრიზი იქნება – ანდრეი ერმაკი საუბრობს როდის და ვის სასარგებლოდ მოხდება გარდატეხა ომში

95
BeFunky-collage (14)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ზამთრის პერიოდამდე ვერ გაწელოს.

ამის შესახებ ანდრეი ერმაკი Telegram არხზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ სწორედ ამ დროისთვის არის მოსალოდნელი გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ.

მისივე განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს ოკუპირებული ტერიტორიების რაც შეიძლება სწრაფად დასაბრუნებლად. ამასთან, როგორც ერმაკმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან სამხედრო სარდლობასთან და სწორედ მათგან იგებენ უკრაინის დამცველების საჭიროებების შესახებ, რათა ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთზე მათ მტრის დამარცხება შეძლონ.

„ბევრია დამოკიდებული ჩვენი სამხედროების სწავლებაზე. ჩვენ გადავტეხთ ამ ომის მიმდინარეობას. მალე ბევრი სიურპრიზი იქნება“, – განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპის ზრდის საკითხი მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანთან განიხილა.

„უმოკლეს პერიოდში მასთან კვლავ მექნება საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ველით კიდევ 4 HIMARS-ს და არა მხოლოდ. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს“,- განაცხადა ერმაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები