LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, საქართველოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური გაიხსნება

142
mzis-energia

საქართველოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური ივნისში ამოქმედდება. კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ 440 კვტ სიმძლავრის სადგურს პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების საწარმო „ალფა-პეტის“ სახურავზე განათავსებს.

„სადგური მოამარაგებს „ალფა პეტი“-ს საწარმოს, სადაც იწარმოება პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატები (პეტ პრეფორმები) და რძის პროდუქტების ტარა (IML ჭიქა). პროექტში პირველად გამოვიყენებთ ახალი თაობის 495 ვატი სიმძლავრის მზის პანელებს და სენდვიჩ პანელებზე სადგამ სპეციალურ კონსტრუქციას“, – აცხადებენ „ჰელიოს ენერჯი“-ში.

შეგახსენებთ, Helios Energy ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან საქმიანობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g