LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია – ადვოკატი

50

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია.

როგორც კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აქედან გამომდინარე მალხაზ კობაურს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ამ განცხადებით, ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ლორა სმიტი კომაურს არ გაუუპატიურებია.

„ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი. ის აცხადებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არანაირ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთი ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა კობაურის სპერმა. კობაურს აქვს პოზიცია, ჩატარდეს ექსპერტიზა, არის თუ არა ვაჟიშვილი და ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა მისი სპერმა გარდაცვლილის სხეულში. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება,“ – განაცხადა კობაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები