პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის აქცია გრძელდება.
“ჩვენ აქ ვიქნებით, სანამ არ დადგინდება სიმართლე. იქამდე, სანამ არ აღიარებენ თემირლანის უდანაშაულობას და ხელისუფლების მიერ პანკისის ხეობაში ჩადენილ დანაშაულს აქცია გაგრძელდება“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს, რომ საზღვარგარეთ სიმართლე ვერ გაიტანოს და ბერლინიდან უკან დააბრუნეს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპამ სიმართლე გაიგოს.
პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ.
