LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაზე 12 წლის გოგოს კორონავირუსი აღმოაჩნდა – მშობლები კარანტინში მოათავსეს

1170
BeFunky-collage (3)

მალტაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ადგილობრივი მედია Malta today იტყობინება,  ინფიცირებული 12 წლის გოგოა, რომელიც მშობლებთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გოგონას მშობლები კარანტინში მოათავსეს. ცნობილია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 12 წლის მოზარდი სკოლაში არ წასულა და შესაბამისად, კლასელებთან კონტაქტი არ ჰქონია.

დღესდღეობით კორონავირუსი მსოფლიოს 97 ქვეყანაშია გამოვლენილი. დაინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 100 ათასს გადასცდა. ვირუსმა 3 491 ადამიანი იმსხვერპლა. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა მეზობელ აზერბაიჯანში. ამ დროისთვის, დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში ცხრას მიაღწია.ადგილობრივი მედიის ცნობით, სამივე ახალი შემთხვევა ირანთან არის დაკავშირებული.

ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

 

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 12 ადამიანიდან 10 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას. ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ იტალიასთან დაკავშირებული კორონავირუსის დადასტურებულ შემთვევებთან.

ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:”არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს”

გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, ნუ დავმალავთ სიმპტომებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g