LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა

141
gemisatvirtoteritoriulicylis

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურისამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

უწყების ინფორმაციით, გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 1045 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები