LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგის მიაჩნია, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ – მეუფე დიმიტრი

71

მეუფე დიმიტრიმ ე.წ „მატროსოვის ციხე“ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “მამა გიორგი არის ისევ იმ აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემ წინააღმდეგ”.

„თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო არამხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ. დიდხანს ვისაუბრეთ. ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე, ტკბილზე და ა.შ  ისევ რჩება თავის აზრზე, რომ ეს მას მოუწყვეს და ეს მოუწყო იმ ადამინების ჯგუფმა, ვისაც ის ყოველთვის ასახელებდა და შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა ეს შეკვეთა,“ –  განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g