LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „ბინა არ მქონდა და მართლა მრევლმა მაჩუქა, ძვირად ღირებულ მანქანებზე კი უარი ვთქვი…“

548
მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას იმ ძვირად ღირებული საჩუქრების შესახებ, რომელსაც სასულიერო პირვეი მრევლისგან იღებენ, მათ შორის ბოლოდროინდელი შემთხვევაც არის მოხსენიებული, როდესაც მეუფე სვიმეონს 120 000 დოლარად ღირებული ავტომობილი აჩუქეს, თავად მამა შალვა კეკელიას სამოსსაც ხშირად განიხილავდნენ…

რამდენად რეალურია, რომ მრევლმა 120 000 დოლარად ღირებული ავტომანქანა აჩუქოს სასულიერო პირს ან უნდა მიიღოს თუ არა მან ასეთი საჩუქარი?

მე, პირადად, ბინა არ მქონდა და მართლა მრევლმა მაჩუქა. არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია. მთლიანად ღმერთს ვიყავი მინდობილი. ჩემმა მრევლმა და მეგობარმა, დავით გოგორიშვილმა მაჩუქა ბინა.

დავითი სანამ ამ ბინას მაჩუქებდა, ჩემს მეგობარს, ლევან მერაბიშვილს ოფისი ჰქონდა და იქიდან შემოსავალს იღებდა. რომ გაიგო, სახლი არ მქონდა, დაკეტა ეს ოფისი და დამითმო საცხოვრებლად, სანამ შენი ბინა არ გექნება, ამ სახლში იცხოვრეო. რვა წელიწადი ვიცხოვრე მის ბინაში.

120 ათას დოლარიან მანქანაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩემთვისაც შემოუთავაზებიათ ძვირად ღირებული მანქანები და უარი მითქვამს, – სხვებს დაეხმარეთ-მეთქი. მე თბილისში ვმსახურობ და ყველგანმავალი მანქანა არ მჭირდებოდა. მერე კი უბრალო მანქანა მაჩუქეს და ამით დავდივარ. მთავარია, გადაადგილების საშუალება მქონდეს. ხალხს არ აქვს საშუალება, რომ როცა ავადმყოფის ზიარება უნდათ, წამიყვანონ და მომიყვანონ, ამიტომაც მჭირდება მანქანა, რომ მრევლთან მივიდე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები