LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელიამ მარიტა მეფარიშვილის შესახებ იქადაგა: „ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ… მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო და იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა…“

211
მამა შალვა და მარიტა

მამა შალვა კეკელიამ ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს იქადაგა და აღნიშნა:

„დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ… ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები… მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა. ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი…“

 

?წმინდა მიწაზე მამამთავარ აბრაამის სახლში, ქებრონში, დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგება მარიტას გარდაცვალების მეორმოცე დღესთან დაკავშირებით?

Posted by თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი on ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2022

 

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან  შემდეგ, რომელსაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ ამჟამად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე 9 პირია დაკავებული.

მათგან ორი სწორედ იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომლის პასუხისმგებლობაშიც სავარაუდოდ, აღნიშნული შადრევნის უსაფრთხოების წესების დაცვა შედიოდა. ასევე, თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა.

„მარიტასგან“ – მარიტას კლასელები ხალხს ნობათს ურიგებენ – ვიდეოს მამა შალვა კეკელია გვიზიარებს

მარიტა მეფარიშვილის დედა: დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა

სოლომონ ნერგაძე: “ეს რამხელა გული გდებია გულში, მარიტა! ერთმა პატარა გოგონამ სიყვარულის, ადამიანობის, სულის უტეხობის და თავგანწირვის გაკვეთილი ჩაგვიტარე მთელ ერს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები