LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეოდორე გიგნაძე: „არასდროს არავის მოსთხოვო სიყვარული“

3646
1587197706-მამა-თეოდორე

მამა თეოდორე გიგნაძე ადამიანებს შორის ურთიერთობების, სიყვარულის, პატიებისა და განკითხვის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ადამიანმა, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა დაინახოს პრობლემები და სხვების განკითხვის ნაცვლად, საკუთარ ქცევაზე დაფიქრდეს.

მამა თეოდორე გიგნაძე აღნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრების მთავარი ორიენტირი სახარება და წმინდა წერილია, სადაც ღვთის ნებაა განცხადებული.

„არასდროს არავის არ მოსთხოვო სიყვარული,

არასდროს არავის არაფერი არ მოსთხოვო.

და პრეტენზიულ ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან რაღაცებს ითხოვენ,

ყოველთვის მოუვათ კონფლიქტები,

ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ…

ადამიანი რომელიც ვერ ხედავს თავის თავში უღმერთობას და ჯოჯოხეთს,

სხვების უღმერთობას და ჯოჯოხეთს ხედავს და სხვებს განიკითხავს.

– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იცით რა არის?!

– ჩვენ ორიენტირი არ გვაქვს.

– აბა როგორ ვიცხოვრო?!

– როგორც გამოცხადებით მოგვეცა.

თუ მე მწამს, რომ ქრისტე ღმერთია, სამყაროს შემოქმედი, რომელიც ადამიანად მოვიდა,

თუ მე მწამს, რომ მან თავის სიტყვა დამიტოვა,

მაშინ მის სიტყვაში განცხადებულია ღვთის ნება,

ამიტომ სახარებაში, წმინდა წერილში, განცხადებულია ღვთის ნება – რა არის სწორი და რა არ არის სწორი.

ჩემი სიმართლე გვერდზე უნდა გადავდო და შევხედო, ქრისტე რას ამბობს,

რა არის სიმართლე და რა არ არის სიმართლე,

და აღმოვაჩენ, რომ თურმე მცნება არის მე პატივი ვცე

და მიყვარდეს,

და ყურადღება მივაქციო და მივუტევო,

და იმის მცნება, რომ პატივი მცენ, მომიტევონ, ვუყვარდე – ესენი თურმე არ არსებობს,

არ არსებობს,

და არც უნდა მოვითხოვო.

როგორც კი ადამიანებს არ მოსთხოვ სიყვარულს,

არ მოსთხოვ პატივისცემას,

არ მოსთხოვ უცოდველობას,

და თავად შეეცდები ეს ყველაფერი იყო,

აღმოჩნდება, რომ დაიწყება შენი ურთიერთობების დალაგება სხვა ადამიანებთან,

ყველასთან ვერა,

მაგრამ დიდ ნაწილთან დაგილაგდება ურთიერთობა.

პირველი ლექცია, ნიუ ჯერსი | 17.10.2023

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე”,- აღნიშნულია დეკანოზის ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები