„მამაჩემი არ მომკვდარა, მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლეს. გათიშა, დააბა და წამებით მოკლა სრულიად უდანაშაულო, უჯანმრთელეს ჩემი მამაჩემი… ვინ? სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია და 4 წლით გადაიყვანეს ფსიქიატრიულში“, – წერს სოციალურ ქსელში, ლანჩხუთში მოკლული თემურ სარჯველაძის შვილი, ანა სარჯველაძე და ამავე პოსტში მომხდარს გუშინ, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან აკავშირებს.
როგორც ანა სარჯველაძე ამავე პოსტში ჰყვება, თემურ სარჯველაძის საქმეზე სასამართლოც კი არ ჩატარებულა:
„არ მინდა იმის წარმოდგენა ამ 4 წლის მერე რომ გამოვა, რა თქმა უნდა ისევ შიზოიდი მერე რას ჩაიდენს. აი ეს არის ქვეყნის სახე, ყველა იქ მდგომი პოლიციელი, სპეცრაზმელი, „რობოკოპი“ პოტენციური მკვლელია, ყველა არის მკვლელი და ყველაფერს იზამენ ბოლომდე რომ მიუშვა, ჯალათები და ფსიქიურად მოშლილები…… დაბმული კაცის ცემით სიკვდილზე არიან წამსვლელები ეს არაკაცები…
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.
მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა მამაჩემი, ხოდა ახლა მე შევენაცვლები… … აქამდე ჩუმად ვიყავი, ვგლოვობდი, არც არასოდეს ვაპირებდი ჩემი უდიდესი სევდის და ტრაგედიის გასაჯაროებას, მაგრამ მათ ყოველ დანახვაზე სხეულის ყველა უჯრედი მტკივა, როგორც მამაჩემს სტკიოდა….
დღეს ჩემი უსაყვარლესი მამაჩემის დაბადების დღეა…. გილოცავ მააა… მიყვარხარ…. გპირდები, რომ შენს ყველაზე საყვარელ საქართველოში ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება….“. – წერს მოკლული მამაკაცის შვილი, ანა სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ უმძიმესი დანაშაული, აგვისტოს თვეში, ლანჩხუთის ერთ- ერთ ფერმაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თემურ სარჯველაძეს მისი თანაკლასელის შვილი სასტიკად გაუსწორდა და წამებით მოკლა.
როგორც ადგილობრივებმა მაშინ მედიას უთხრეს, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელია, რომელსაც მკვლელობამდე ფერმაში მოკლული თემურ სარჯველაძე გაუმასპინძლდა და ამის შემდეგ არაფხიზელმა ბრალდებულმა მას ჯერ ხელ-ფეხი შეუკრა, ფიზიკურად გაუსწორდა და მერე ე.წ სპიცით წამებით მოკლა.
რა გახდა მკვლელობის რეალური მოტივი, ამას სამართალდამცავები იძიებენ. ერთ- ერთი ვერსიით, ფერმაში სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო კონფლიქტი, მეორე ვერსიით, ბრალდებულს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და მთვრალმა სისასტიკე ჩაიდინა.
შეგახენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 43 პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, დაშავდა 32 სამართალდამცავი.
მამაჩემი არ მომკვდარა, მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლეს. …. გათიშა, დააბა და წამებით მოკლა სრუულიდ უდანაშაულო,…
Posted by Anano Sarjveladze on Thursday 28 November 2024