ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში “სთორი” ბავშვობას იხსენებს.
როგორც ბურჭულაძე ამბობს, კონსერვატორიაში ჩაბარების სანაცვლოდ მამას მანქანის ყიდვა სთხოვა.
“ჩემს ახალგაზრდობაში სიმღერის მრცხვენოდა. პლეხანოველ ბიჭად ვითვლებოდი და ჩვენს ასაკში ბაფთის გაკეთება ძალიან დიდი სირცხვილი იყო. ამიტომ ძალიან ვერიდებოდი. მინდოდა ინჟინერი გამოვსულიყავი, როგორც მამაჩემი, ამიტომაც ტექნიკურშიც ჩავაბარე მშენებლობაზე. კონსერვატორიის პროფესორებმა მითხრეს მეტი არაფერი გინდა, მხოლოდ გამოცდაზე მოდი და ერთი რამე იმღერეო. მამაჩემს ვუთხარი, მანქანას თუ მიყიდი, მივალ გამოცდაზე მეთქი. მადლობა ღმერთს, მამაჩემს მანქანის ყიდვა შეეძლო. ეს რომ არა, დიდი ალბათობით მე კონსერვატორიაში არ ჩავაბარებდი”, – საუბრობს პაატა ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ სწორედ პაატა ბურჭულაძემ დააარსა საქართველოში ფონდი “იავნანა”.
ამავე თემაზე:
ვიდეო: პაატა ბურჭულაძე დისშვილიშვილს საოპერო ვოკალში ამეცადინებს
