მამაკაცისთვის საყვარელ ადამიანთან დაშორების გადატანა ძალიან რთულია. გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ურთიერთობებს მარტივად ასრულებენ – მხოლოდ და მხოლოდ მითია. ამას ადასტურებს ამერიკელ ფსიქოლოგთა კვლევა, რომელშიც 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა და გაყრა ყველა მათგანს გამოუცდია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები დაშორებას ხშირ შემთხვევაში ქალბატონებზე მეტადაც კი განიცდიან. ეს აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე, რაც დიდ სტრესს და შედეგად სერიოზულ გართულებებს იწვევს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სჭირდებათ ძალიან დიდი დრო, რომ გაიაზრონ თუ რა დაკარგეს და როგორ ჩაანაცვლონ ეს დანაკარგი.