LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი ავტომობილს 28 წელი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა

106
Screenshot 2025-05-20 131809

საფრანგეთში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც 1997 წლიდან მანქანით მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილდებოდა. ამის შესახებ Le Parisien წერს.

მძღოლი გზაზე გეგმური შემოწმების დროს გააჩერეს. აღმოჩნდა, რომ მის ავტომობილს დაზღვევა არ ჰქონდა. ამის შემდეგ ჟანდარმებმა მისი მართვის მოწმობის ნახვა გადაწყვიტეს და აღმოაჩინეს, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ 28 წლის წინ იყო გაუქმებული. მაშინ ფრანგს მართვის მოწმობა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ჩამოართვეს და ახლის აღებ მას არც უფიქრია.

პოლიციელებმა ქსელში იხუმრეს კიდეც, რომ მამაკაცმა როგორც ნამდვილმა ჯაშუშმა სამი ათწლეული, 5 პრეზიდენტი და გზაზე 112 შემოწმება გადააგორა.

მათ ისიც აღნიშნეს, რომ დაკავებული ჩამორთმეულ მართვის მოწმობას უბრალოდ ვადაგასულად თვლიდა, ხოლო თუ როგორ გაიარა მან 112 შემოწმება, ეს კი ნამდვილად საინტერესოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები