LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ თბილისში დასაქმებული იპოვეს

5761
1595423414-grisha-eranosyani

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის მკვიდრი გრიშა ერანოსიანი რვა დღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს. იგი თავს კარგად გრძნობს.

54 წლის მამაკაცი სახლიდან 13 ივლისს გავიდა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გრიშა ერანოსიანი 21 ივლისს იპოვეს.

„თბილისშია, სამუშაოდ წასულა“,– განაცხადა გრიშა ერანოსიანის ძმისშვილმა შაჰენ ერანოსიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, ერანოსიანი პოლიციელებმა იპოვეს, იგი ჯანმრთელი და უვნებელია.

წყარო: sknews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები