LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის ხასიათი მისი დაბადების თვის მიხედვით შეგიძლიათ ამოიცნოთ

282

ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცი სიცოცხლის პირველ თვეში იწყებს რეალური სამყაროს აღქმას, ქვეცნობიერში კი, მისი ძირითადი თვისებები ყალიბდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ დაბადების თვე განსაზღვრავს მის ხასიათს.

* იანვარი

იანვრის თვეში დაბადებულ მამაკაცს ძლიერი ნებისყოფა აქვს, კარგი ინტელექტუალია და სწრაფად ითვისებს ყველაფერ ახალს, ერთგული, საიმედოა და ყოველთვის შეიძლება მისი ნდობა. მართლია, ნაკლებად ერკვევა ადამიანებში, ვერასდროს ხედავს მათ აშკარა უარყოფით თვისებებს და ხშირად ტყუვდება, მაგრამ სწრაფად ივიწყებს და ერთხელ დაგებულ მახეშიც ხშირად ებმება.

* თებერვალი

თებერვლალის მამაკაცი, მართალია მგრძნობიარე, თუმცა მტკიცე ხასიათის პატრონია, სწრაფად აზროვნებს და მომანტალურად წყვეტს ნებისმიერ პრობლემას, მდიდარი წარმოსახვით გამოირჩევა, ჯიუტია და ძალიან არ უყვარს სხვისი რჩევის მოსმენა. სასიყვარულო ფრონტზე არასდროს ექმნება პრობლემა, რადგან ოჯახი მისთვის უმნიშვნელოვანესია, არც თვითონ ღალატობს და პარტნიორსაც ყოველთვის ერთგულს პოულობს.

* მარტი

გაზაფხულის პირველ თვეს დაბადებულ მამაკაცს დახვეწილი მანერები აქვს, თავშეკავებულია და ძალიან რთულია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. თუმცა, ცუდ გუნებაზე გაღიზიანება, უხეშად თქმაც შეუძლია, რასაც მოგვიანებით ძალიან ნანობს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივ აზრს და საშინლად სწყინს ნებისმიერი კრიტიკა, კარგად განვითრებული ინტელექტი აქვს, არ უყვარს ავანტურები, იშვიათად მიდის კომპრომისზე და გადაწყვეტილებასაც ყოველთვის დამოუკიდებლად ღებულობს. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები