LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს შეცდომით 330 თვის ხელფასი ერთად ჩაურიცხეს, ისიც მაშინვე სამსახურიდან წავიდა

111
6GWX6TJHLNAFTA2RRFAXQ7GZLM

ჩილეში ოფისის თანამშრომელმა თავისთვის დაიტოვა 330 თვის ხელფასი, რომელიც მას შეცდომით ჩაურიცხეს. ამის შესახებ გაზეთი Diario AS წერს.

2022 წლის მაისში, მამაკაცმა, რომელიც საკვების საწარმოში – Dan Consorcio Industrial de Alimentos de Chile-ში მუშაობდა, ერთ მშვენიერ დღეს 165 მილიონი პესო მიიღო. როგორც გაირკვა, ეს უბრალოდ ბუღალტრის შეცდომა იყო და მისი ჩვეულებრივი ხელფასი დაახლოებით 500 ათასი პესო ანუ ბევრი ასეულით ნაკლები იყო.

თავდაპირველად თანამშრომელი კომპანიას დაჰპირდა, რომ ზედმეტად მიღებულ თანხას დააბრუნებდა, თუმცა სამი დღის შემდეგ გაუჩინარდა, შემდეგ კი საერთოდ სამსახურიდან წავიდა.

კომპანიამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ქურდობაში დაადანაშაულა, მაგრამ მოსამართლემ საჩივარი უარყო. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე არა დანაშაულთან, არამედ „ზედმეტად გადახდილ თანხასთან დაკავშირებულ სამოქალაქო დავასთან“ გვაქვს. ამიტომ საქმე სისხლის სამართლის ნაცვლად სამოქალაქო სასამართლოში განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები