ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელმაც ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ცისნამი საყვარლიშვილი წერს, რომ მამამ აღიარა და ახლა დედასთან შეხვედრის იმედი აქვს. ამასთან, ცისნამი საყვარლიშვილი შვილს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ შვილი ყველა წყენას აპატიებს.
„ბევრი ვიბრძოლე, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში დამდგარიყო. მე დღეს ყველა ჩემს სისხლით ნათესავს ჩავეხუტე, გულში ჩავიკარი და მოვეფერე. მადლობა უფალს და თითოეულ მათგანს ასეთი ლამაზი წუთებისთვის. დღეს მთელ ჩემს ორგანიზმში სისხლის ყივილს ვგრძნობდი. ცხელი, თბილი სითხე მეღვრებოდა გულში. ძალიან ლამაზი და საყვარლები არიან. მთელი 37 წელი ვოცნებობდი ამ დღეზე. ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ დაიწყო ჩემმა ტრავმებმა განკურნება და ჭრილობებმა შეხორცება. სიცარიელეც ივსება. მათ მე დიდი სიყვარული და სითბო მაჩუქეს. მადლიერი ვარ.
ყველა ნაშვილები ბავშვი იმსახურებს სიმართლეს. ყველა ნაშვილებმა ბავშვმა უნდა იცოდეს, თუ ვინ არის. მე ეს შევძელი, ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს ჩემი დატოვება ვაპატიე, მივუტევე და მე მათთვის ჩემი გულის კარები გავაღე. მამას დედა ძალიან უყვარდა და დღეს მე ბევრჯერ შემახსენეს, რომ სიყვარულის ნაყოფი ვარ. გოგოებმაც იცოდნენ მათი სიყვარულის ისტორია. ნანას გამოგზავნილ ლექსებს გვაკითხებდაო. სამივეს სამედიცინო იმიტომ დაამთავრებინა, რომ ნანას ჰქონდა დამთავრებული. აუ, თურმე მაგრად ჰყვარებიათ ერთმანეთი და არ ვიცი, რატომ არ შედგა მათი ერთად ყოფნა.
დღეს დედაჩემის სადღეგრძელოც დაილია. იმედია, სანამ აქ ვარ, გადალახავს თავის ეგოს და მნახავს.
ასევე ჩემს შვილს ვთხოვ, რომ მაპატიოს ჩემი წარსულის დრამები. მე ახლა ტკივილების შეხორცების გზას ვადგავარ. ნელ-ნელა წყნარდება ჩემი აბობოქრებული გული და სიყვარულით ივსება. მე მამამ მიმიღო, მაღიარა და მე ეს აღიარება ძალიან მჭირდებოდა. დღეს მე ვიგრძენი თავი სრულყოფილ ადამიანად. ჩვენ ერთმანეთს ბევრჯერ ჩავეხუტეთ. მე ეს შევძელი. მე ეს სიყვარული ჰაერივით მჭირდებოდა. მადლობა ყველას.
ირაკლი ახლა შენი დროა. უნდა გახსნა შენი გულის კარები და მაპატიო ყველა წყენა. მე შენ ძალიან მიყვარხარ. დედის არ მიღება შენ ძალიან დაგაზარალებს და ცხოვრების ბალანსს დაკარგავ. არ მინდა ჩემნაირად დაიტანჯო მთელი ცხოვრება. იქნებ ვისაუბროთ და შევრიგდეთ. მიყვარხარ. მე თუ შევძელი ჩემი მშობლების პატიება, ვიმედოვნებ, რომ შენც შეძლებ.
როგორ შეიძლება სიმართლისთვის ასე მწარედ ვისჯებოდე.
მიყვარხარ და აქ შენს სანახავად ჩამოვედი. შენ ჩემი შვილო ხარ. ჩვენს სიყვარულს ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს“, – წერს ცის
მე ბევრი ვიბრძოლე რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში დამდგარიყო. მე დღეს ყველა ჩემს სისხლით ნათესავს ჩავეხუტე, გულში ჩავიკარი და…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on კვირა, 29 დეკემბერი, 2024