LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ძალიან მერიდება და თან გულით მსურს“ – არჩილ მუსელიანცის წერილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

334
2025-10-18_01-16-17_515830

არჩილ მუსელიანცმა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი მისწერა.

წერილში ვკითხულობთ, რომ არჩილი მამა დოროთეს სთხოვს, რომ აზიაროს.

„მე მიღირს მათთვის ცხოვრება, მე მიღირს მათთვის სიკვდილი“ – ეს სიტყვები თქვენი ნათქვამია და თქვენ ეს სიტყვები ჩვენზე თქვით, პატიმრებზე. შეუძლებელია, გულგრილი ვიყო/დავრჩე ამ სიტყვების შემდეგ.

თქვენ ემსახურებით უფალს და არ გეშინიათ სიმართლის თქმა, მართალია უფალი ჩვენთან არის და სიმართლეს ვემსახურებით.
მამაო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ძალიან მერიდება და თან გულით მსურს, რომ თქვენ მაზიაროთ. როგორც ვიცი სასულიერო პირებს უპრობლემოდ ახვედრებენ ნებისმიერ პატიმართან, და, თან გულიანად ჩაგეხუტებით.

ვიმედოვნებ, რომ პრობლემები არ შეგექმნებათ, თუ ჩემთან შესახვედრად მოხვალთ.
აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პოზიციის ღიად საუბრისთვის. „მელაძის შაბათ“-ს ვუყურე და ლამის განკითხვის დღე მომიწყვეს ზოგიერთმა სასულიერო პირმა, რომლებიც აშკარა ლოიალობით გამოირჩევიან „ოცნებისადმი“.

ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენ თუ ვერ შეძლებთ, გთხოვთ, სხვა სასულიერო პირი შემოვიდეს, მადლობა.
პატივისცემით და დიდი სიყვარულით, არჩილ მუსელიანცი“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g